07:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 14:02:14, 722 ნახვა

პოლიტიკა
გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფრომაცია გუშინ, 4 ივნისს გავრცელდა. 

დღეს, 5 ივნისს, პროკურატურამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია განაახლა, მოადგილეებს შორის ბადაშვილი აღარ იძებნება. 

5 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, ის გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე იქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა.

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული, თანამდებობა დატოვა.

შალვა პაპუაშვილმა ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი კი, კობახიძის ბრძანებით, ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics