08:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 12:29:24, 856 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე - საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს

სამწუხაროა, რომ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის არა პროგრესი, არამედ უზარმაზარი დაცემა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერიდან სასტიკ ავტოკრატიამდე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი მიიღეს.

„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდო პრორუსულის მთავრობით ერთი გასროლის გარეშე. მოხსენებაშია საუბარია გაყალბებულ არჩევნებზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics