08:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 19:52:50, 736 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები ინიცირებულია

“ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში, ასევე სახელმწიფო საწარმოებსა და ამ საწარმოთა შვილობილ კომპანიებში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს.

აღნიშნული კანონის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ის იმ საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილია, რომლის გათვალისწინებით, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა არაანაზღაურებადი იქნება.

ამის ანალოგიურად, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში, აგრეთვე იმ საწარმოებში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ფლობს, საკუთარ საქმიანობას უსასყიდლოდ განახორციელებენ და მრჩევლობისთვის შრომის ანაზღაურებას აღარ მიიღებენ.

ასევე, აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება არ ექნებათ ასრულებდნენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში.

გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ აიპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics