|
2025-05-31 12:03:16, 1038 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს
ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას - პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას,- ასე მიმართა პოლიციელებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა. „დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო! თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა. პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე გაწეული საქმიანობისთვის ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა, ახალ მინისტრს კი წარმატებები უსურვა. „პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს - ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და მოქალაქეთათვის ქმნის დაცულ გარემოს; ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს, რადგან ამ მიმართულების ხელმღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს; გულითად მადლობას ვუხდი უწყების აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. აქვე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)