|
2016-03-17 14:13:56, 491 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორები საქართველოსთან დაკავშირებით, ამომწურავ ინფორმაციას იღებენ
„ჩვენი პარტნიორები როგორც ჩვენგან, ისე თბილისში აკრედიტირებული საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და იმაზე, თუ რა განცხადებები კეთდება ქვეყანასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. გიორგი მარგველაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს. პრეზიდენტმა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მოუწოდა, კარასინის განცხადება შესაბამის ენებზე იქნას თარგმნილი და მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიეწოდოს. ზალკალიანის თქმით, საქართველოს პარტნიორები ამის შესახებ საკუთარი წყაროებიდანაც არიან ინფორმირებული: „ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ვართ ძალიან ახლოს, კოორდინაციის რეჟიმში, ყველა ინფორმაცია, ყველა განცხადებები, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, ამის შესახებ ისინი ინფორმირებული არიან, მე ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს საკუთარი წყაროებიც აქვთ, მათ აქვთ საელჩოები, რომლებიც არის აკრედიტირებული საქართველოში და ბუნებრივია, ამ წყაროდანაც იღებენ ისინი ამ ინფორმაციას, ასე რომ, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორები ამის შესახებ არ არიან ინფორმირებული, ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის. ისინი როგორც ჩვენგან, ისე თბილისში აკრედიტირებული საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და იმაზე, თუ რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)