21:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 21:44:27, 1610 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინული მედია - რუსეთში ორი აფეთქება ГУР-ის სპეცოპერაციის შედეგად მოხდა

უკრაინულ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობები, რომ 30 მაისს დილით რუსეთში, ვლადივოსტოკის ყურეში, დესანტნაიას რაიონთან ახლოს ორი მსხვილი აფეთქება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული მედიები ავრცელებენ.

დღეს დილით რუსეთის საზღვაო ქვეითთა ცალკეული 155-ე ბრიგადის 47-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის დისლოკაციის ადგილას, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა. მათგან ერთ-ერთი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა, მეორე კი იქ, სადაც სამხედრო ნაწილის პერსონალი და სარდლობა უშუალოდ იმყოფება. 

უკრაინულ მედიასთან საუბრისას წყაროები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის სამხედრო ცოცხალი ძალა, სამხედრო ტექნიკა და სპეცდანიშნულების აღჭურვილობა დაზიანდა. 

როგორც მედია იტყობინება, ადგილობრივი მცხოვრებები ამბობენ, რომ ადგილზე, სულ მცირე, 10 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და საევაკუაციო ვერტმფრენი გამოცხადდა. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან დაზიანებული ტექნიკა სამხედრო სატვირთო მანქანებს გადააქვთ. 

ადგილობრივი თანამდებობის პირები ირწმუნებიან, რომ შემთხვევა გაზის ორი ცილინდრის აფეთქების შედეგად მოხდა და არავინ დაშავებულა. 

ვლადივოსტოკში ამჟამად კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი არის გამოცხადებული, ხოლო სამხედრო ერთეულის გარშემო ტერიტორია დაკეტილია. 

რუსეთის საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადა უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად არის ჩართული. უკრაინული მედია იტყობინება, რომ ბრიგადის მონაწილეობა აღრიცხულია მაირუპოლის, უგლედარისა და კურსკის ოლქებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics