13:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 14:23:19, 653 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - შეხვედრაზე არა მარტო სენატორი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ

შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც - ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სენატორი სტივ დეინსთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით.

„თავისთავად ცხადია, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა იყო დაკავებები, განსაკუთრებით, ნიკა მელიას დაკავება. შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით და ვერავინ იხეირებს - ვერც ქართველი ხალხი ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი დასავლეთი.

ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით. საუბარი გვქონდა, რომ პირველად სამივე კავკასიური ქვეყნის ისტორიაში, პირველად საქართველო აღმოჩნდა იქ ქვეყანა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუბიომ თქვა, რომ ანტიამერიკული მთავრობაა, ეს სიმართლეა, კი ანტიამერიკული მთავრობაა საქართველოში, რომელიც უნდა დავამხოთ“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics