12:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 14:13:55, 642 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გიბარებენ და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული

როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, კალაძე გუშინ ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება, თუ რა იყო ნიკა მელიას დაკავების მიზეზი.

ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და შესაბამისად სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს რეაგირებას კანონდარღვევაზე. როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა დაკავების მიზეზი, ეს იყო დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა“, - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics