|
2025-05-29 14:19:33, 1021 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია
გიორგი ბაჩიაშვილის პროცესზე მედიის ნაწილს არ უშვებენ - ადგილზე ხმაურია. ბიზნესმენის პროცესი საქალაქო სასამართლოში, ყველაზე მცირე დარბაზში უნდა ჩაატარონ, რასაც ბაჩიაშვილის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. დარბაზის შეცვლა სხდომის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გადაწყდა. "მტკვარი ჰესის" საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს. სწორედ მას მიმართავენ ადვოკატები დარბაზის შეცვლის შუამდგომლობით. უკვე სასამართლო დარბაზში იმყოფება პროკურორი მიხეილ სადარაძე. რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, მას საბადრაგო სასამხაურის წარმომადგენლები სხდომაზე წუთი-წუთზე შეიყვანენ. პატიმარი, რომელიც წლები ივანიშვილის მილიარდების განკარგავდა, მზადაა მისი დაკავების ბურუსით მოცულ ამბავზე საჯაროდ ილაპარაკოს. წესით, დღეს უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - როგორ მოხვდა გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან - რუსთავის მე-12 ციხეში. შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)