|
2025-05-28 19:42:14, 830 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები
ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა 2025 წლის 20 მაისს გაკეთებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმალიზება მოახდინა, რათა სირიელს ხალხს დაეხმაროს ხელახლა გაერთიანებაში და ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი სირიის აღმშენებლობაში. გადაწყვეტილების ფარგლებში ევროკავშირმა სასანქციო სიებიდან ამოშალა 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი, სხვა ბანკები და კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში მუშაობენ: ნავთობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება, ბამბის წარმოება და ტელეკომუნიკაციები. ზოგიერთი გაუქმებული სანქცია მედია ორგანიზაციებსა და ტელეარხებს ეხებოდა. ამავდროულად, ევროკავშირმა ძალში დატოვა ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები და მათი მოქმედება 2026 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)