|
2025-05-28 09:49:45, 648 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია სტუდენტური ვიზის მიღების მსურველებისთვის გასაუბრებებს აჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საელჩოებს დაავალა, შეწყვიტონ სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზებისთვის შეხვედრების დანიშვნა, რადგან ისინი ასეთი განმცხადებლების სოციალური მედიის შემოწმების გაფართოებისთვის ემზადებიან. მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გაგზავნილი დოკუმენტის ასლში, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წერს, რომ შეჩერება გაგრძელდება „შემდეგი ინსტრუქციის გამოქვეყნებამდე“. წერილში ნათქვამია, რომ სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში შემოწმება გაძლიერდება, რასაც „მნიშვნელოვანი შედეგები“ ექნება საელჩოებისა და საკონსულოებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტი საელჩოებს მიმართავს, რომ კალენდრებიდან ამოიღონ ვიზების მიღების მსურველ სტუდენტებთან ყველა დაუჯავშნელი შეხვედრა, თუმცა ეს არ შეეხება პირებს, რომელთა შეხვედრებიც უკვე დაგეგმილია. ცნობისთვის, უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც აშშ-ში სწავლა სურთ, როგორც წესი, მშობლიურ ქვეყნებში მდებარე ამერიკის საელჩოებში გასაუბრების გავლა მოეთხოვებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)