|
2025-05-28 09:49:02, 590 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი - მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის უგუნური კომენტარია
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი უგუნური და სამწუხაროა. „მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოს არ შეეფერება. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად. ველოდებით მემორანდუმის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ დაგვპირდით. შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“, - წერს კელოგი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ იცის - მესამე მსოფლიო ომი. "რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის „ცეცხლთან თამაშის“ და რუსეთისთვის „ძალიან ცუდი რამის“ შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!" - აღნიშნა მედვედევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)