|
2025-05-27 15:53:03, 691 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადება მოგვიწიოს
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის სწრაფად დასრულების შესახებ ილუზიები არ აქვს. „შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადება მოგვიწიოს. ისტორიის განმავლობაში, კონფლიქტები, როგორც წესი, მაშინ მთავრდებოდა, როდესაც ერთი ან ორივე მხარე გამოფიტული იყო, სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ცხადია, რომ ამ ომში ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან“, - განაცხადა მერცმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ფინეთის ქალაქ ტურკუში გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არ ეხება, ამიტომ კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება. „1990 წლის შემდეგ რუსეთთან ერთად დამყარებული პოლიტიკური წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გვემუქრებიან და ჩვენ ამისგან თავს ვიცავთ“, - აღნიშნა მერცმა. მისი თქმით, წარუმატებელი აღმოჩნდა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გაწეული ძალისხმევა, ზეწოლა მოეხდინათ რუსეთზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე დათანხმების მიზნით. “თუმცა, თავიდანვე არ მქონია ილუზია, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდებოდა“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის რუსეთი ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული არ არის. „ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავის დაცვა და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)