|
2025-05-27 15:48:31, 628 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის
ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. „დღეს უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, რომ ადამიანებს სამართლიანობის შეგრძნება აღარ აქვთ და თვლიან, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. რა თქმა უნდა, სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება შემდეგი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს უსამართლოდ იხდის სასჯელს, არ გათავისუფლდება, ქვეყანაში სამართლებრივი შეგრძნება ვერ დაბრუნდება. ამის მისაღწევად აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ორი პოლუსი გვყავს, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას. ეს ხალხი, მერწმუნეთ, ოჯახურ ფასეულობებთან შესაძლოა, ძალიან შორს იყვნენ. მეორე პოლუსი ამბობს, რომ ევროპულები მხოლოდ ისინი არიან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა, ვინც დღეს საქართველოში თვლის, რომ არც ერთი და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა. ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი და არ ამცირებ. რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი,რომ ქვეყნის მტერთანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამართული საუბარი შეგეძლოს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს... ვინც თვლით,რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის“, - განაცხადა გახარიამ.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)