12:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 21:38:55, 1341 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველზე მყოფ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს

„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ღონისძიება დაიწყო.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს სიტყვით.

თბილისში, 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც შეუერთდა.

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი შეკრებილებს სიტყვით სალომე ზურაბიშვილის შემდეგ მიმართავს.

დღეს დღის განმავლობაში, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართა. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მარშები და მსვლელობები მოეწყო, საბოლოოდ კი მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ.

ამასთან, შეგახსენებთ რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეა. მოქალაქეები 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში და ასე გამოხატავენ პროტესტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics