|
2025-05-23 16:09:20, 799 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფი პირდაპირ აანონსებს პროვოკაციებს და ძალადობას
ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ დააანონსეს ძალადობა 26 მაისს - ვხედავთ, ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფი პირდაპირ აანონსებს პროვოკაციებს და ძალადობას. თუ რომელიმე „ენჯეო“ კიდევ ერთხელ გაერევა ძალადობაში, პირდაპირ იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფება, ოპოზიცია კი ევროკავშირის ელჩს ხვდება. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობს. „არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა, ვაკვირდები რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ დააანონსეს ძალადობა 26 მაისს. პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე. საინტერესოა ზოგიერთი ელჩის ცალსახა პოზიცია. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს, პარტიების და „ენჯეოების“ მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია, იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე, არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამ ყველაფერს უყურებდნენ დამფინანსებელი ელჩები, ხმა არ ამოუღიათ. თვეზე მეტი გავიდა და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორების, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ძალადობის აქტი ჩაიდინეს 9 აპრილს მემორიალთან. ახლაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფი პირდაპირ აანონსებს პროვოკაციებს, ძალადობას. თუ რომელიმე „ენჯეო“ კიდევ ერთხელ გაერევა ძალადობაში პირდაპირ იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ან დონორები და საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი მათ ანგარიშზე იქნება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)