|
2025-05-23 14:24:12, 907 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - კონფლიქტის მოგვარების მემორანდუმზე ვმუშაობთ და შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ მას უკრაინელებს გადავცემთ
რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმზე მუშაობს და მოსკოვი, ნებისმიერ შემთხვევაში, კიევს თავის წინადადებებს წარუდგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „დიახ, ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ. დიახ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მათ ეს დაადასტურეს, ეს უკვე დადებითი მოვლენაა. მემორანდუმზე მუშაობა მიმდინარეობს. არ ვიცი მეორე მხარის შესახებ, მაგრამ ჩვენი სამუშაო უკვე მოწინავე ეტაპზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ ამ მემორანდუმს უკრაინელებს გადავცემთ და ველით, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის საკითხზე მუშაობის ყოველი დღის განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო რწმუნდება რუსეთის საქმის სამართლიანობაში. „უკრაინის მიმართულებით ყოველი დღით მუშაობისას, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია", - აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)