|
2025-05-22 17:55:57, 915 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ ბევრი
მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისს ვიყოთ ბევრი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილი წერს, საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველა უნდა დადგეს მის სადარაჯოზე. აპელაციაში ჩემი საქმის საჯარო განხილვაზე უარის თქმა ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დარღვევით, ემსახურება ჩემს შემდგომ იზოლაციას. კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის. ადრე ხმას ახშობდნენ და გამოსახულებას ამახინჯებდნენ, ჩართვას ბევრჯერ წყვეტდნენ. ბოლო ხანებში საერთოდ ბოლომდე საინფორმაციო სივრცის გარეშე დამტოვეს. რამდენიმე დღის წინ „სასამართლომ“ უარი თქვა ჩემს ჩართვაზე და ახლა სააპელაციო ინსტანციამ საერთოდ უარი თქვა პროცესის ჩატარებაზე, რათა არ გამოვჩნდე. რაც მეტს აკეთებენ ამას, მით მეტი ხალხი მიჭერს მხარს. ინფორმაცია ამაზე ჩემამდე მაინც აღწევს და ხალხის უზომოდ მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის. მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ ბევრი. 26-ში საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ – საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველანი უნდა დავდგეთ მის სადარაჯოზე!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)