|
2025-05-22 13:50:20, 781 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - სასამართლოსთან ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცას აპირებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე საათში „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს ორივე შესასვლელთან როგორც მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. სასამართლოს ეზოში არ უშვებენ ავტომობილებს, ის მთლიანად პოლიციის ავტომობილებს აქვთ დაკავებული. მსგავსი ტიპის მობილიზება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის დასტურია, რომ მის დაკავებას აპირებენ. 14:00 საათზე, სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული. სავარაუდოდ, მათ სასამართლოს ეზოში არ შეუშვებენ. „რა მოლოდინიც მქონდა, იმას გარემო ამართლებს, ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცას აპირებენ. არჩევანი ბევრი არ აქვთ, თვითონაც ჩიხში არიან, ან საერთოდ უარი უნდა თქვან აღკვეთ ღონისძიებაზე, რაზეც მინიმუმ სამჯერ გვაქვს მიმართული, მაგრამ უარი თქვეს, შესაბამისად, ერთადერთი გზა არის, მძიმე ფორმა გამოიყენონ, უფრო მძიმე ფორმაა, დამაპატიმრონ, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილი. წულუკიანი რამდენჯერმე დავიბარეთ, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ წულუკიანამდეც არ მიუშვეს, ამ სასამართლოშივე დაიბლოკა. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობაზე წავიდნენ, არამხოლოდ ჩემი და ოქრუაშვილის დაპატიმრება მოუწევთ წინასწარით, არამედ მოუწევთ, საბოლოოდ ჩემიც, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის. ამისთვის რამდენად არიან მზად და რამდენად არიან მაგ ფაზაში, ავტორიტარიზმის, ამას დრო გვიჩვენებს",- განაცხადა ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)