06:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 18:41:55, 5645 ნახვა

სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსები ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი იყო და სირთულეებით სავსე, თუმცა ყველაფერი გადავლახე.

საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობოსთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია.

ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. „ინტერთან“ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რამდენად ძლიერები არიან. თუ ჩემი რჩევა საჭირო იქნება, ყველაფერს ვეტყვი. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ.

მე, ფაბიან რუისსა და ჯანლუიჯი დონარუმას „ნაპოლი“ ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, ისინი „სკუდეტოს“ მოიგებენ და ეს ნეაპოლელებისთვის დიდი ზეიმი იქნება — მათ ტიტული ნამდვილად ეკუთვნით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics