05:03 - 07 Jul, 2026
|
2025-05-18 13:19:04, 1035 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში შტორმს 25 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ძლიერმა, ტორნადოს გამომწვევმა შტორმმა გადაუარა, რის შედეგადაც მისურისა და კენტუკის შტატებში სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ძლიერი ტორნადოები დაფიქსირდა მისურის, კენტუკის, ილინოისის და ინდიანას შტატებში. შტორმმა დააზიანა სახლები, გზები, ავტომობილები ელექტროგადამცემი ხაზები. ათობით შტატში დაახლოებით 459 000 სახლი და კომპანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე მეტად მისურის, კენტუკისა და მიჩიგანის შტატები დაზარალდნენ. კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური კატასტროფის გამოცხადება მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)