07:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:01:14, 613 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებს და ახალგაზრდებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. ოთარ დანელიამ პანკისის ხეობის მოსახლეობას სამინისტროს საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინა და განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.

პანკისის ხეობის მოსახლეობამ განსაკუთრებული ინტერესი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით გამოხატა.  შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 22 მარტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი  პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდება და კოოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დეტალურად განიხილავს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის დასმულ შეკითხვებს ოთარ დანელიამ ამომწურავი პასუხები გასცა.  ადილობრივმა მოსახლეობამ მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა,  როდესაც  ხეობის მოსახლეობათან  შესახვედრად და მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ თავად მინისტრი ჩადის.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პანკისის ხეობის  მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა.  უახლოეს დღეებში, პანკისის სათემო რადიო მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას მთავრობის სხვა წევრებთან გეგმავს.  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics