06:06 - 07 Jul, 2026
|
2025-05-15 14:01:07, 800 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ჩვენი დელეგაცია სტამბოლშია, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევრამდე გადაიდო
რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ჩვენი დელეგაცია სტამბოლშია, მისი შემადგენლობა კი ცნობილია. თურქული მხარის ინიციატივით, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევრამდე გადაიდო“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას არ მიიღებს. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ანკარაშია, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)