|
2025-05-14 12:47:55, 634 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ელჩების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბლოკი კრემლზე ზეწოლას შეინარჩუნებს. „მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ კიდევ უფრო ვზღუდავთ საბრძოლო ტექნოლოგიებზე წვდომას. ასევე, ჩვენ სიაში შევიტანეთ ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 189 ხომალდი, რუსეთის ენერგოექსპორტზე ზეგავლენის მოსახდენად. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ კრემლზე მაღალ ზეწოლას შევინარჩუნებთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს. ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)