06:07 - 07 Jul, 2026
|
2025-05-14 12:19:02, 734 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იემენის მოსახლეობას რას ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების დატოვებისკენ მოუწოდა. „აღნიშნულ პორტებს „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმი ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებს, ამიტომ მოსახლეობას პორტების დატოვებისკენ მოვუწოდებთ“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს დილით „ჰუსიტების“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გაანადგურეს. „ჰუსიტების“ განცხადებით, რაკეტის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)