02:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 11:57:29, 805 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, შეხვედრები ექნებათ სენატშიც იმისთვის, რომ დროულად მოხდეს „MEGOBARI აქტის” მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.

„დავიწყეთ შეხვედრები აშშ-ის კონგრესში, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ კონგრესის წევრებს მადლობა გადავუხადოთ „მეგობარი აქტისთვის”, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ და რომელიც სენატს გადაეცა.

ბუნებრივია, სენატშიც გვექნება შეხვედრები იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ აქტის მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. ჩვენთან დელეგაციაში არის ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა შეხვედრაზე, რომ მამამისი იდევნება პუტინთან წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც აუცილებლად მოიგებს ამერიკა, უკრაინა, საქართველო და ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ გამარჯვებულის მხარეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics