|
2025-05-13 11:18:34, 988 ნახვა
ეკონომიკა
„პრომო ჰაუსი“ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს. შექმნის იდეა ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი - საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა. დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცა — შექმნილიყო ადგილი, სადაც რეკლამა არა მხოლოდ სარეკლამო პროდუქტი იქნებოდა, არამედ ადამიანებთან კავშირის საშუალება. ასე დაიწყო „პრომო ჰაუსის“ გზა. ადამიანებზე ორიენტირებული და ღირებულებებზე დაფუძნებული იდეებით. „პრომო ჰაუსის კონცეფცია ადამიანებზეა დამყარებული – მათზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და ვისთვისაც ვქმნით. ჩვენს საქმეში მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, და ეს სიყვარული გუნდის თითოეულ წევრზე გადადის. სწორედ ამ ერთგულებაში, ენერგიასა და ურთიერთპატივისცემაში იბადება ის უპირატესობა, რაც პრომო ჰაუსს გამოარჩევს. ჩვენთვის რეკლამა არა უბრალოდ პროდუქტია, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაა”, — აღნიშნავს ნატუკა ფოფხაძე, „პრომო ჰაუსის“ თანადამფუძნებელი. წარმატების გზაზე არაერთ გამოწვევასაც წააწყდნენ. რესურსების დეფიციტი, გუნდის სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარების გზაზე წარმოშობილი დაბრკოლებები — ეს მხოლოდ იმ გამოცდილებების ნაწილია, რომელსაც „პრომო ჰაუსმა“ წინ გადადგმული ნაბიჯებით უპასუხა. მათი ფილოსოფია ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდება — პრობლემაში შესაძლებლობის დანახვა და გუნდური ძალით გამოწვევის გადაჭრა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამაც. პარტნიორობა ბანკთან კომპანიამ განვითარების რამდენიმე კრიტიკულ ეტაპზე გადამწყვეტად შეაფასა — ფინანსური სტაბილურობა, მოტივაცია და მზარდი ნდობა ერთობლივად დაეხმარა „პრომო ჰაუსს“, რომ საკუთარი მისია კიდევ უფრო თავდაჯერებულად გაეგრძელებინა. „თიბისის მხარდაჭერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათთან პარტნიორობა მეტ სტაბილურობას და მოტივაციას გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვითარებისთვის მყარად მდგომი პარტნიორი გჭირდება“. — ამბობს ნატუკა ფოფხაძე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)