|
2025-05-12 13:45:22, 868 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - გერმანიის ელჩმა ზუსტად იცის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს და თავადაც ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად
[გერმანიის ელჩმა] ზუსტად იცის, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თავად ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად - თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს. ვოლსკის თქმით, „დიფ სთეითი“ წლების განმავლობაში არსებობს, მოქმედებს და თავისი ინტერესები აქვს. მისი თქმით, საქართველო „დიფ სთეითის“ უსამართლო მოქმედებების ერთ-ერთი სამიზნეა. „ზუსტად იცის თვითონ, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თვითონ ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად. ის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს. ეს ახალი მოვლენა არ არის, „დიფ სთეითი“ წლების განმავლობაში არსებობს, მოქმედებს, თავისი ინტერესები აქვს და ეს საკვირველიც არ არის არავისთვის, გარდა იმ ხალხისა, ვისაც მიაჩნია, რომ მის მიმართ ამ „დიფ სთეითის“ მოქმედება არის უსამართლო. საქართველო არის ამ უსამართლობის ერთ-ერთი სამიზნე. გერმანიის ელჩიც ლაპარაკობს სანქციებზე და ამ დროს, არათუ სანქციები, არამედ მილიარდობით დახმარებას უწევს სირიის ახალ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, უამრავი სისხლი დაიღვარა სირიის ქუჩებში მას შემდეგ, რაც ეს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. უფრო მეტიც, გერმანიაში იწვევენ იმისთვის, რათა შობადობის პრობლემა იქნას დაძლეული. ეს უკვე ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური გეგმა, რომელსაც გარკვეული მიზნები და ამოცანები აქვს,“ - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს და ის გამოგონილია.„ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა,“ - განაცხადა ფიშერმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)