|
2025-05-10 11:41:05, 1018 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩვენი მონაწილეობა სამართლიანი იყო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია იუწყება. "ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ის შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს. ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელმაც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ". - თქვა კიმ ჩენ ინმა KCNA-ს თქმით. კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი არ მოერიდება სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს "სამხედრო პროვოკაციებს" რუსეთის მიმართ. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)