|
2025-05-09 11:51:47, 924 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - მთელი ქვეყანა მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს
სიმართლე და სამართლიანობა ჩვენ მხარესაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. მისი თქმით, მთელი რუსეთი მხარს უჭერს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს და ამაყობს მათი სულისკვეთებით. „მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. ჩვენ ვამაყობთ მათი გამბედაობითა და მონდომებით, სულის იმ ძალით, რომელიც ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას გვანიჭებდა“, - განაცხადა პუტინმა. მოსკოვის „წითელ მოედანზე“ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. აღლუმის მონაწილეებს შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკრაინასთან ომში მონაწილეობენ. „აღლუმში 11 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელთაგან 1 500 სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეა,“ - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში. რუსული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას უცხო ქვეყნების 29 ლიდერი ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)