|
2025-05-06 12:21:06, 604 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ახალ კანცლერს აირჩევს
გერმანელი კანონმდებლები დღეს ქვეყნის ახალ კანცლერს აირჩევენ, რომელიც დიდი ალბათობით, ფრიდრიხ მერცი გახდება. მედიის ინფორმაციით, მერცმა კანცლერის თანამდებობაზე დასანიშნად გერმანიის პარლამენტის 630-ადგილიან ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში 316 ხმა უნდა მიიღოს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კენჭისყრის შემდეგ მერცი ბელვიუს სასახლეში, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართება, სადაც თანამდებობაზე დანიშვნის დოკუმენტებს მიიღებს, შემდეგ კი ბუნდესტაგში დაბრუნდება ფიცის დასადებად. ამის შემდეგ მერცი და მისი გუნდი მთავრობის პირველ სხდომას გამართავენ. გამოცემა წერს, რომ ახალ მთავრობაში ვიცე-კანცლერისა და ფინანსთა მინისტრის პოსტს „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლარს კლინგბეილი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი, იოჰან ვადეფული გახდება, რომელიც ბუნდესტაგში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციის“ თავმჯდომარის მოადგილეა, თანამდებობას შეინარჩუნებს თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი, ბორის პისტორიუსი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ბუნდესტაგის წევრი ალექსანდრე დობრინდტი დაიკავებს, რომელიც ანგელა მერკელის კანცლერობის დროს ტრანსპორტის მინისტრი იყო, იუსტიციის მინისტრი ყოფილი მოსამართლე და პროკურორი, სტეფანი ჰუბიგი გახდება, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი ბუნდესტაგის ყოფილი წევრი, კატერინა რაიშე დაიკავებს.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)