|
2016-03-16 10:36:29, 675 ნახვა
საზოგადოება
რესტავრაციის ლაბორატორიაში ძველი საბუთების რესტავრაცია მიმდინარეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში ძველი საბუთების რესტავრაცია და კონსერვაცია მიმდინარეობს. საისტორიო არქივში დაცულ, XVII-XVIII საუკუნეების 100-ზე მეტ დოკუმენტს რესტავრატორები წმენდენ, მელანს ამაგრებენ და დაზიანებულ ადგილებს ამუშავებენ. საბუთებს შორისაა მეფეთა წყალობის სიგელები, ნასყიდობის, გაყრის, უდავობის (პირობის) წიგნები, ბატონიშვილების ხარჯის ნუსხები და სხვა. საისტორიო არქივის ძველ საბუთთა დედნების კოლექცია ერთ-ერთი უმდიდრესია. მასში დაცულია XI-XIX საუკუნეების 10 940 დოკუმენტი, მათ შორის: მეფეების, დედოფლების, ბატონიშვილების, საერო და სასულიერო მოხელეების მიერ გაცემული წყალობის, შეწირულების, სითარხნის, ნასყიდობის, გაყრის, ფიცის, ბრძანებისა და განაჩენების სიგელები. ასევე, ვალის წიგნები, თამასუქები, ნუსხები, ეპისტოლური ხასიათის მასალა. კატალოგში შესული დოკუმენტების უმრავლესობა დაწერილია ქაღალდზე, ნაწილი კი - ეტრატზე, გრაგნილებისა თუ ცალკეული ფურცლების სახით. რამდენიმე რესტავრირებული საბუთის ნუსხა: 1. 1712 წ. 9 ივლისი. მამულის წყალობის წიგნი მეფე ბაქარისა ავთანდილ ჯავახიშვილისადმი. დამწერი კარის მდივან-მწიგნობარი დავით თუმანიშვილი. ფ.1448/2325; 2. 1746 წ. 20 იანვარი. გაყრის წიგნი მუშრიბ მანუჩარ ნასყიდაშვილის ოჯახისა. გაინაწილეს სახლები და დედის დაკრძალვისათვის აღებული ვალები. გაყრა დაამტკიცა ქალაქის (თბილისის) მელიქმამასახლისმა აღამ. დამწერი მიქელ დეკანოზიშვილი. ფ.1448/1646 (მუშრიბი -(არაბ.) მწერალი; ზედამხედველი); 3. 1783 წ. 4 აპრილი. ბროწლეთში მდებარე მიწის ნასყიდობის წიგნი დავით მირზაშვილისა ივანე კვიკვინაშვილისადმი. დამწერი იოსებ მაღალაშვილი. ფ.1448/4241; 4. 1790 წ. 28 თებერვალი. ვენახის ნასყიდობის წიგნი ქაიხოსრო ყანჩაველისა იკორთის არქიმანდრიტ გამალიელისადმი. დამწერი ვასილ კობახიძე. ფ.1448/4910; 5. 1788-1790 წწ. გორში აკრეფილი სამეფო გადასახადების ნუსხა. ჩამონათვალშია სურსათი, საკლავი, ქსოვილი და სხვა. ფ.1448/1646; 6. 1800 წ. 1 მარტი. ბარათი ელისაბედისა [მდივან] მირიმანისადმი, მისთვის ბამბის ქსოვილის, ექვსი ადლი ნავთისფერი ლეინისა და ერთი ადლი ცისფერი ლეინის გაგზავნის შესახებ (ადლი - სიგრძის საზომი ერთეული. უდრიდა დაახლოებით 1-016 სმ.; ლეინი - ქსოვილი, შეღებილი ნარმა). ფ.1448/4724; 7. 1820 წ. 3 თებერვალი. მამულისა და ყმის უდავობის წიგნი გოდოგანში მცხოვრები იასე კვიმსძისა ნიკოლოზ ბაკურაძისადმი. ყმა-მამული ეკუთვნოდა კვიმსაძეს, მაგრამ გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფთიმემ შესწირა გელათის მონასტერს და, მიუხედავად იასეს მიერ სასამართლოში ჩივილისა, მამული ეკლესიას დარჩა. იასე კვიმსაძემ ოცი მანეთი ვერცხლის ფულის სანაცვლოდ დაწერა უდავობის წიგნი და პირობა დადო, რომ მისი და მისი ოჯახის მხრიდან მამულიც და ყმაც ხელშეუხებელი იქნებოდა. ფ.1448/6798. ცნობისათვის: ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2015 წელს სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 23 807 ფურცელს, 437 ფოტოს, 14 წიგნს, 126 გაზეთს, 85 ტექნიკურ ნახაზსა და 20 რუკას.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)