|
2025-05-02 19:23:48, 970 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის პარლამენტი რუსეთს კიბერშეტევაში ადანაშაულებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აზერბაიჯანი მასიურ კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება შიდა ჩარევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ აზერბაიჯანის პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, რამიდ ნამაზოვმა გააკეთა. დროებითი კომისიის მოსმენა 20 თებერვალს აზერბაიჯანის მედიარესურსების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას უკავშირდებოდა. ნამაზოვის თქმით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ 20 თებერვლის კიბერშეტევა ჯგუფმა АРТ29 განახორციელა (ასევე ცნობილია როგორც Cozy Bear), რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. „AРТ29-ის საქმიანობა, რომელიც დაკავებულია კიბერ შპიონაჟით, ძირითადად მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, მედიისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების წინააღმდეგ”, - განაცხადა ნამაზოვმა. მისი თქმით, კიბერშეტევის საბაბი აზერბაიჯანის ხელისუფლების 3 თებერვლის გადაწყვეტილება გახდა, რომ ბაქოში „რუსული სახლი“ დახურულიყო „კანონმდებლობის მოთხოვნების სერიოზული დარღვევის გამო“ და ასევე რუსული რადიო Sputnik-ის შესაძლო დახურვა, რომლის ლიკვიდაციის შესახებ მაშინ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „სწორედ ამ პროცესების გამო მოხდა კიბერჩარევის ის პოლიტიკურად მოტივირებული ინციდენტი“, - განაცხადა ნამაზოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)