13:24 - 07 Jul, 2026
|
2025-05-02 16:32:31, 802 ნახვა
მსოფლიო
ფილიპინებში ავტობუსი მანქანებს შეეჯახა - დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსხვილი ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის Solid North Bus-ის ავტობუსი მაგისტრალზე მანქანების მწკრივს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე პირი დაშავდა - დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. არსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილმა ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ მგზავრების ტრანსპორტირებისას ჩაეძინა. ფილიპინების სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით, კომპანია Solid North Bus-ს, შესაძლოა ლიცენზია შეუწყდეს, ხოლო მძღოლი სატრანსპორტო წესის დარღვევისთვის და "დაუდევარი ქმედებისთვის" გასამართლდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)