|
2025-05-01 20:56:17, 821 ნახვა
მსოფლიო
აშშ - მინერალების შეთანხმება უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლისთვისაა
აშშ-ს თეთრი სახლი ვაშინგტონსა და კიევს შორის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად. "ეს შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ს ეკონომიკურ ჩართულობას უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლის უზრუნველსაყოფად. შეთანხმება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, იმ მასშტაბური დესტრუქციის საპასუხოდ, რომელიც რუსეთს სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია". – ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სრულად კოლაბორაციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლითაც სარგებელს როგორც აშშ, ისე უკრაინა მიიღებს. "ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას". – აღნიშნულია განცხადებაში. თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის სარგებლები, რომლებსაც ორი ქვეყანა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის ოპერირების შედეგად მიიღებს:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)