|
2025-05-01 09:54:32, 4453 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა
ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. აღნიშნული რეგულაცია ინდოეთის ხელისუფლების საპასუხო ქმედებაა 22 აპრილს ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რა დროსაც 26 ტურისტი, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეები, დაიღუპა. შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს. იქამდე კი ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, პაკისტანმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა. შეგახსენებთ, 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელზე პრეტენზიასაც ორივე მხარე აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)