|
2025-04-30 21:13:10, 1123 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია - 9 მაისს ვუჩიჩის მოსკოვში ვიზიტი სერბეთის EU-ში გაწევრიანებას გაართულებს
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ 29 აპრილს ბელგრადში ვიზიტის დროს სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს ევროკომისიის გაფრთხილება გადასცა იმის შესახებ, რომ 9 მაისს მისი მოსკოვში ვიზიტი სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გაართულებს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მეღსიემ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ გავაფრთხილეთ სერბეთი, რომ მოსკოვში ვიზიტმა შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადება გაართულოს. ველოდებით სერბეთისგან მისი სტრატეგიული პრიორიტეტების დადასტურებას". - განაცხადა მეღსიემ. მეღსიემ ასევე აღნიშნა ევროკომისიის პოზიციაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა რუსეთთან ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ევროკომისიის განცხადებას "სიგიჟე" უწოდა. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები მხოლოდ აძლიერებს რუსეთის პოზიციებს, რომელსაც ჰყავს თანამოაზრეები, რომლებმაც ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის ჭეშმარიტი როლის შესახებ იციან. მანამდე, 15 აპრილს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)