15:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 17:27:07, 1090 ნახვა

მსოფლიო
CIA-ის დირექტორის მოადგილის შვილი, რომელიც რუსეთის ჯარში იბრძოდა, დაიღუპა

რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა და დაიღუპა პირი, რომლის დედაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა ციფრულ ინოვაციებში.

მედიის ინფორმაციით, 21 წლის მაიკლ გლოსს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და რუსეთის არმიაში ირიცხებოდა.

გამოცემა Важные истории-ს ცნობით, მაიკლ გლოსი აშშ-ში ჰუმანიტარულ კოლეჯში ადამიანებისა და გარემოს ურთიერთქმედების მიმართულებით სწავლობდა. 2023 წელს კი მან ჯერ კოლეჯი, შემდეგ კი აშშ დატოვა და რამდენიმეთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ამავე წელს, რუსეთის არმიას შეუერთდა.

მათივე ცნობით, გლოსი აშშ-ს დატოვების შემდეგ ჯერ იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ისრაელში, საიდანაც დეპორტით გააძევეს. ამის შემდეგ მან, რამდენიმე თვე თურქეთში გაატარა. 2023 წლის 13 აგვისტოს კი რუსეთში საქართველო-რუსეთის საზღვრის გავლით ჩავიდა და მალევე ჩაეწერა რუსეთის არმიაში.

ოჯახის ცნობით, მაიკლ გლოსი 4 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა, მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.

მაიკლ გლოსის დედა, ჯულიანა გალინა CIA-ს ციფრულ ინოვაციებში დირექტორის მოადგილის პოსტზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწინაურდა. გლოსის მამა, ლარი გლოსი კი აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Security Information Systems-ის დირექტორია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics