|
2025-04-24 15:16:28, 897 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ვშიშობ, ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან
ბიძინა ივანიშვილს, ვშიშობ, კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილება,- ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანდელაკი არიან, გრანტი გასცა, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საფრანგეთს გამჭვირვალობის თაობაზე თავისი წესები აქვს ნებისმიერ გრანტთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი გასცემენ, რათა „მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“. „ბიძინა ივანიშვილი, თუ ამით ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებულია, ვშიშობ, მას კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ განიხილება სანქციების საკითხი მის წინააღმდეგ, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ბატონი ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და შესაბამისად, საფრანგეთი განსაკუთრებით ინტერესდება, როდესაც მისი მოქალაქეები მოქმედებენ საფრანგეთის, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ და ხელს უწყობენ რუსული გავლენების გაძლიერებას ევროპული ცივილიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ბოკუჩავამ. გარდა ამისა, მან ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შესახებ. „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, იცით, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სიტუაციურად დაგვეტოვებინა თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთია აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე და იმ საკითხებზე,რომელიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალის სახელით საგარეო მიმართულებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)