12:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 16:36:02, 563 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე -შეუძლებელია შევეგუოთ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას და სამი მილიონი ადამიანი დასანქცირებას

“შეუძლებელია შევეგუოთ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას და სამი მილიონი ადამიანი დასანქცირებას, რომლებიც სხვადასხვა მიზნით იყენებენ ამ შესაძლებლობას. მაგრამ ევროპას აქვს თავისი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს “ქართული ოცნება” და ივანიშვილი, რომელსაც არჩევნები აქვს გაყალბებული.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზე

 “ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში თუ ვინმეს ყველაზე ბევრი გაუკეთებია, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართულმა ოცნებამ” უბრალოდ ხელი მოაწერა, რადგან ორ წელიწადში ამას ვერ მიაღწევდნენ ისინი, ეს იყო გზის გაგრძელება და ვერ შეძლო “ოცნებამ” კურსის ცვლილება თავიდანვე, რასაც აკეთებს ახლა, ამიტომ შეუძლებელია შევეგუოთ სამი მილიონი ქართველის სანქცირებას, რომლებიც ამ ვიზას იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით. მარტო მე უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომლებმაც სიცოცხლე გადაარჩინა. მაგრამ ევროპას აქვს თავისი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს “ქართული ოცნება” და ივანიშვილი, რომელსაც არჩევნები აქვს გაყალბებული. ევროპა არ თვლის საერთოდ, რომ ისინი ხელისუფლება არიან, აღიარება არ აქვთ და როდესაც ითხოვ ცივილიზებულ სამყაროში ადგილს, არჩევნებს არ უნდა აყალბებდე, ქვეყანაში ავტორიტარიზმს არ უნდა ამყარებდე, დასავლეთს არ უნდა თვლიდე ომის დამწყებად და ქვეყანაში მედიას არ უნდა გუდავდე, ეს არის მინიმალური სტანდარტი.” -  განაცხადა ლევან სანიკიძემ

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics