06:51 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 16:07:21, 19701 ნახვა

კულტურა
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი „ქოცხროვიდან“? ვერავინ

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია, იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“ ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ვინც მის თანამდებობას დაიკავებს, ხელოვანი ვერ იქნება.

„ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“, ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი. ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი არის თავისუფალი აზრი. თუ თავისუფალი აზრი არ არის, ხელოვნება აღარ არის და იმ ადამიანს ხელოვანი აღარ ჰქვია. ასე რომ, ხელოსნები ბევრი ჰყავთ და სავარაუდოდ, მორიგ ხელოსანს ვიხილავთ. ვიხილავთ კიდევ ბევრ ხელოსანს სხვადასხვა დაწესებულებებში, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რადგან კონსოლიდირებულია უკვე ივანიშვილის დიქტატურა. ეს სიმახინჯე არის უკვე ცხადი“, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics