|
2025-04-18 15:54:47, 565 ნახვა
მსოფლიო
გიტანას ნაუსედა - ლიტვაში აშშ-ს სამხედროების ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აშშ რჩება ლიეტუვის სტრატეგიულ პარტნიორად ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარების კუთხითაც. „ლიეტუვა ხვდება, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ამიტომაც ლიეტუვა აჩვენებს ამის მაგალითს – ვზრდით თავდაცვით ბიუჯეტს, ინტენსიურად ხდება ეროვნული დივიზიის განვითარება, გრძელდება სამხედრო მრეწველობის განმტკიცება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროპაში ამჟამად 100 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის წარმომადგენლობა სამუდამოდ, შესაძლოა, არ გაგრძელდეს. აპრილში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ევროპიდან 10 000 სამხედროს გაყვანის საკითხს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)