|
2025-04-16 17:40:13, 748 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - აშშ-სთან მოლაპარაკებები ნორმალურად მიმდინარეობს
"მოლაპარაკებები ნორმალურად მიმდინარეობს. [...] ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით, რომ შეთანხმება შედგეს" – ამბობს ირანის პრეზიდენტი ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებზე. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიმართ არც ძალიან პესიმისტურად, თუმცა არც ზედმეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი. "მოლაპარაკებებმა შესაძლოა შედეგი მოიტანოს ან არ მოიტანოს. ჩვენ არც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და არც ძალიან პესიმისტურად. რა თქმა უნდა, მეორე მხარეს [აშშ] ძალიან სკეპტიკურად ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ შესაძლებლობებში თავდაჯერებულები ვართ" – თქვა ფეზეშქიანმა. გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში, 19 აპრილს გაიმართება. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა. შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს. როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს". ირანულმა მხარემაც დისკუსიები "კონსტრუქციულად" მოიხსენია. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა "კონსტრუქციულად" არის მოხსენიებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)