|
2025-04-16 15:17:45, 776 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს
კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვი უკრაინის რადას მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 6 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენ წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებაც ვნახეთ იმის შესახებ, რომ იქ საქმე ავტორიტარული ტენდენციებით ვითარდება. ეს სრულიად ნათელია“, - განაცხადა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება საკუთარ თავს თავად აუკრძალა. „კიევის რეჟიმს, სხვათა შორის, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი თავისთვის აქვს აკრძალული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ეს დოკუმენტის თანახმად ეკრძალება“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)