17:42 - 07 Jul, 2026
|
2025-04-16 14:26:17, 705 ნახვა
მსოფლიო
Nato-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. NATO-ს გენერალური მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. როგორც აღნიშნულია მოლდოვის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, ლიდერებმა მოლდოვასა და NATO-ს თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს. "მოხარული ვარ, რომ კიშინიოვში NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მოლდოვა-NATO-ს თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის კიბერშეტევების განსახილველად შევხვდი. მადლობელი ვარ NATO-ს მხარდაჭერისთვის, რომელიც მოლდოვის გაძლიერებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაზეა მიმართული," - წერს სანდუ თავის X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)