18:48 - 07 Jul, 2026
|
2025-04-15 09:36:24, 834 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ხუთ რეგიონში 115 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ხუთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 109 უპილოტო საფრენი აპარატი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 3 - ვორონეჟის ოლქში, თითო-თითო - მოსკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)