06:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 20:42:49, 5628 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს

“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, - ამ შეძახილებით სტუდენტებმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან აქცია გამართეს, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

შეკრებილები მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ისმოდა შეძახილები “საქართველო ადექი”.

აქციის მონაწილეები, სიმბოლურად გამოცემა “ბათუმელების” ოფისთან მივიდნენ, სადაც მზია ამაღლობელის კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები, გამოდით გარეთ, ქვეყანა უფსკრულში მიჰყავთ. მივმართავთ ხელისუფლებას, გეშინოდეთ ხალხის ძალის, მოუსმინეთ ხალხის ხმას, ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ხალხი ითხოვს სამართალს”,- სკანდირებენ სტუდენტები

საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მოქალაქეები მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics