|
2025-04-14 18:51:46, 887 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ომზე - პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა ამ საზარლობის დაწყება დაუშვეს
რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია - პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე აქ ახლახან მოვედი და ჩემი ვადის ოთხი წლის განმავლობაში ამის წარმოქმნა უპრობლემოდ აღვკვეთე. პრეზიდენტი პუტინი და ყველა სხვა თქვენს პრეზიდენტს პატივს სცემდა. მე არაფერი მაქვს საერთო ამ ომთან, მაგრამ მე ვმუშაობ იმისთვის, რომ სიკვდილი და ნგრევა დასრულდეს“, - წერს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო ეს საშინელი ომი არასოდეს მოხდებოდა“. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა. ბევრი გზა არსებობდა ამის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს უკვე წარსულშია. ახლა ეს უნდა შევაჩეროთ და თან სწრაფად. ძალიან სამწუხაროა!“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)