|
2025-04-14 18:05:46, 666 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია მელიას დაკავებაზე - შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი
პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე მისი ქართული ოცნების ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრობის პოზიციის დატოვების ფაქტსა და ნიკა მელიას 2021 წლის 23 თებერვალს, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. წულუკიანთან საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს, ენმ-ს ცენტრალური ოფისის შტურმისა და ნიკა მელიას დაკავების პროცესს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებდა - გახარიას თქმით, "ივანიშვილმა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე". "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი გუშინ, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს - დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი. ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ "მეგობრებო, დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ, რომ როგორ გავაკეთოთ" იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა. ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან - შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის - ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს; როდესაც თქვენ ამბობდით, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია. ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს - თუ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ... [...] ამის შემდეგ, ბევრი პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე - მერე უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა - ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს , რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი - "აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება?" უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მარტივი რამ მოხდა - პროცესის სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან, შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. მე ეს ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი და მინისტრები, რომელსაც უმართავს ადამიანი რომელმაც 1 თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ასეთი პრემიერი არავის აღარ სჭირდებოდა". - თქვა გიორგი გახარიამ.
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)