15:37 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 16:51:52, 797 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ნაბიჯები გადადგას.

"ზუსტი ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები, ეს მართლაც ასეა". - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის საინტერესოა კეთილი ურთიერთობების დამყარება ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და ვისაც ამის სურვილი აქვს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ქართული ოცნების პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არის, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების "სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის" აღიარებას გადახედოს.

ამის შესახებ გალუზინმა რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის, Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ხოლო ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს". - თქვა გალუზინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics